ფეხბურთი

0:57 | 9.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ჩიხურამ" ორი ფეხბურთელი დაიმატა

საჩხერის „ჩიხურას“ ორი ახალწევული ჰყავს. როგორც იმერელთა ვებგვერდი იტყობინება, „ჩიხურას“ მეკარე გიორგი ბეგაშვილი და თავდამსხმელი გიორგი ბუხაიძე დაუბრუნდნენ.

ბეგაშვილი საჩხერულ გუნდში 2010-2011 წლების სეზონშიც თამაშობდა. ბოლოს კი გორის „დილას“ კარს იცავდა. ხსენებული გუნდების გარდა, „გაგრაში“, მარტვილის „მერანში“, „სამტრედიასა“ და „დინამო თბილისში“ უთამაშია.

რაც შეეხება ბუხაიძეს, ისიც ირიცხებოდა „ჩიხურას“ რიგებში, სხვადასხვა პერიოდში კი მარტვილის „მერანში“, „საბურთალოში“, „საპოვნელაში“, „სამგურალში, „კოლხეთში“, „მაჭახელასა“ და „ცხინვალში“ ირჯებოდა.

0.114451