ფეხბურთი

20:32 | 8.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

მასკერანოს ეპიკური ვარდნა, რომელმაც არგენტინა ფინალში გაიყვანა (+VIDEO)

2014 წლის მუნდიალი, ნახევარფინალი, არგენტინა - ჰოლანდია, 90-ე წუთი, 0:0. არიენ რობენი ვესლი სნეიდერის პასის შემდეგ მეტოქის საჯარიმოში შედის და გამარჯვების გოლთან ძალიან ახლოსაა.

არიენი არგენტინელთა მეკარე სერხიო რომეროს თითქოს მოძრაობაზე იჭერს, მაგრამ ზუსტად ამ დროის ხავიერ მასკერანოს ეპიკურმა ვარდნამ ბურთი კუთხურზე გადააგდო. რომ არა მასკერანოს ბრწყინვალე მოქმედება, დიდი შანსია, რომ გოლი გასულიყო, რაც თამაშს დამატებით დროში და შემდეგ პენალტების სერიამდე არ მიიყვანდა, რომელიც არგენტინამ მოიგო და ფინალში გავიდა.

ასე, რომ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხავიერ მასკერანოს დაუვიწყარმა ვარდნამ არგენტინის ნაკრებს ფინალის საგზური მოუტანა. დღეს ხავიერი იუბილარია, 36 წლის გახდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112178