„პარი სენ ჟერმენის“ თავდამსხმელ ნეიმარს „ბარსელონაში“ დაბრუნება ძალიან უნდა. Mundo Deportivo-ს ცნობით, ბრაზილიელმა თანაგუნდელებს ამის შესახებ უკვე ამცნო.
„ან „ბარსელონაში“ დავბრუნდები, ან „ბარსელონაში“, - უთქვამს ნეიმარს, აი ასე, ალტერნატივების გარეშე.
ბრაზილიელი „კამპ ნოუზე“ დაბრუნებას გასულ ზაფხულსაც ცდილობდა, მაგრამ გარიგება ბოლო მომენტში ჩაიშალა. როგორ იმოქმედებს „ბარსა“ ამჯერად ნეიმარის დაბრუნებაზე, ჯერჯერობით უცნობია.
შეგახსენებთ, რომ ნეიმარი პსჟ-ში 2017 წლის ზაფხულში სარეკორდო ფასად, 222 მილიონ ევროდ გადავიდა.