ფეხბურთი

18:49 | 8.06.2020 | ნანახია 0 - ჯერ

ბერლუსკონის და გალიანის გუნდი სერია B-ში დააწინაურეს: მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები იტალიიდან

იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ სერია C-სა და სერია D-ს გათამაშებები დაასრულა და შედეგად, პირველი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებიც მიიღო.

ჩემპიონატების შეჩერების მომენტში, სერია C-ს სამივე ჯგუფის ლიდერები სერია B-ში აღზევდნენ: „მონცა“, „რეჯინა“ და „ვიჩენცა“.

„მონცას“ სილვიო ბერლუსკონი და ადრიანო გალიანი ხელმძღვანელობენ და ლომბარდიული გუნდი იტალიის რანგით მეორე ლიგაში 18-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა.

„რეჯინა“ ერთ დროს სერია A-ს მუდმივი ბინადარი იყო, მაგრამ ბოლო დროს მწვავე კრიზისი ჰქონდა, ახლა კი შანსი აქვს, ნელ-ნელა ძველ სიმაღლეს დაუბრუნდეს. რაც შეეხება „ვიჩენცას“, ვენეტური კლუბი სერია B-ს 6-წლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა.

ისიც ვთქვათ, რომ სერია D-დან სერია C-ში „პალერმო“, „კამპოდარსეგო“, „ლუკეზე“, „პრო სესტო“, „მანტოვა“, „გროსეტო“, „მატელიკა“, „ტურიზი“ და „ბიტონტო“ დაწინაურდნენ.

და ბოლოს, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც FIGC-მ ოფიციალურად გამოაცხადა: სერია A-სა და სერია B-ს გათამაშებების განახლება რამდენიმე დღის წინ გადაწყდა, მაგრამ B გეგმაც შემუშავდა - იმ შემთხვევაში თუ კორონავირუსის გამო სეზონი 10 ივლისამდე ისევ შეჩერდება, საჩემპიონო პლეი-ოფი და სატურნირ ცხრილის ქვედა ზონაში ზონაში პლეი-აუტი გაიმართება.


კომენტარები (7)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

12:18 | 15.03.2016
იკა..იუვე..10 (4132)

რა ვაისი რის ვუისი ხალხოოო.. თქვენ მართლა გჯერათ მწვრთნელის რომელიც ფეხბურთელებს ერთ სიტყვასაც ვერ გააგებინებს??? გასაგებია თარჯიმანი ეყოლება მაგრამ ტლაკისკენაა საქმე

16:06 | 14.03.2016
BEERTRANCE (97819)

ჰა ბურთი და მოედანი

14:54 | 14.03.2016
M.U2015 (19400)

ვნახოთ აბა რა იქნება ) ვან გაალი მეგონა მარა ეს Dშვც ამისი არ მიდის და მოკალი

16:06 | 14.03.2016
BEERTRANCE (97819)

ბლოკნოტი აქვს? DDDDDDDDDDDDDD

14:41 | 14.03.2016
UNITY (6719)

მუჯირის მენეჯერულ თვისებებს სულ "ალმაცერად" ვუყურებდი... საღოლ მუმუს თუ მისი გაჩარხულია ეს ამბავი... ნეტავ სულ ასე სასიხარულოდ შევცდე ხოლმე..

14:13 | 14.03.2016
CR7NOLE (15561)

კიდე ხმას ამოიღებენ ეს ქვეყნის წურბელები, არველაძის და სიჭინავას მონები...

სად ერეკლე და სად პურის რიგი ისეთი სხვაობაა...

საღოლ კობი

13:44 | 14.03.2016
საბარსა (2123)

წარმატებები და კონტრაქტის პირობეები უნდა გასაჯაროვდეს

13:33 | 14.03.2016
paatabasket (1253)

დიდი ამბები იყო უცხოელებს ფულს რატო ვუხდითო? კობიაშვილიც მევასება კალაზეც და ქეცბაიაც მაგრამ ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებსო. ისე თავიდან ცხადაძე არ მინდოდა მარა ესე გაშვება ნაკრებიდანაც რავი რავი..............

0.06276