ფეხბურთი

18:14 | 8.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

როგორ შეცვალა კორონავირუსმა ფეხბურთელთა ფასები: მბაპე სათავეშია, ინგლისელები ხუთეულში

კორონავირუსმა თითქმის ყველაფერი შეცვალა და ცხადია გავლენა ფეხბურთზეც მოახდინა, სადაც მოსალოდნელია, რომ ფეხბურთელთა სატრანსფერო ღირებულები დაეცემა.

ფეხბურთის კვლევების საერთაშორისო ცენტრმა (CIES) გამოაქვეყნა ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელები, რომლის სიას ფრანგი კილიან მბაპე ლიდერობს. პსჟ-ს ვარსკვლავის ფასი 259 მილიონ ევროს შეადგენს.

მბაპეს კვალში ინგლისელები რაჰიმ სტერლინგი და ჯეიდონ სანჩო უდგანან. აღსანიშნავია, რომ ლიონელ მესი და კრიშტიანუ რონალდუ არათუ ათეულში, ოცეულშიც ვერ მოხვდნენ, რისი მიზეზიც მათი ასაკია. არგენტინელის ღირებულება 100.1 მილიონ ევროს შეადგენს და 21-ე პოზიციაზეა, ხოლო რონალდუ 70-ე ადგილს იკავებს 62.8 მილიონი ევროთი. სხვათა შორის, პორტუგალიელი ასეულში ყყველაზე ასაკოვანი მოთამაშეა.

ბოლოსკენ ისიც ვთქვათ, რომ CIES-მა ჩამონათვალში მხოლოდ ტოპ 5 ლიგაში მოთამაშე ფეხბურთელები შეიყვანა:

15. ერლინგ ჰოლანდი - 107.3 მილიონი ევრო

14. ჟოაო ფელიქსი - 107.9 მილიონი

13. გაბრიელ ჟესუსი - 113.1 მილიონი

12. ბერნარდო სილვა - 115 მილიონი

11. რობერტო ფირმინო - 118.5 მილიონი

10. ჰარი კეინი - 118.7 მილიონი

9. ალფონს დევისი - 113.5 მილიონი

8. ანტუან გრიზმანი - 136.4 მილიონი

7. სადიო მანე - 139.2 მილიონი

6. მოჰამედ სალაჰი - 144.9 მილიონი

5. მარკუს რაშფორდი - 152.3 მილიონი

4. ტრენტ-ალექსანდერ არნოლდი - 171.1 მილიონი

3. ჯეიდონ სანჩო - 179.1 მილიონი

2. რაჰიმ სტერლინგი - 194.7 მილიონი

1. კილიან მბაპე - 259.2 მილიონი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113702