ფეხბურთი

17:40 | 8.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ვოცნებობდი ჩემს გუნდს გოლი არ გაეტანა, რომ მოედანზე შევსულიყავი" - იტალიელთა მოულოდნელი გმირი

ზუსტად 30 წლის წინ, 1990 წლის 8 ივნისს, იტალიაში მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყო. მუნდიალი, რომელიც გერმანიის ფედერაციულმა რესპუბლიკამ მოიგო, მაგრამ ბევრისთვის ის ტურნირი სალვატორე, იგივე ტოტო სკილაჩისთან ასოცირდება.

იტალიელთა მოულოდნელი გმირი, რომელსაც სათვალავში არავინ აგდებდა. თუმცა, სკილაჩიმ ფურორი მოახდინა, 6 გოლით ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა და საუკეთესო ფეხბურთელის პრიზიც გადაეცა.

ტოტო 30 წლის თავზე იხსენებს მის კარიერაში დაუვიწყარ დღეებს, რომლის მსგავსი არც მანამდე და არც მას შემდეგ არ ჰქონია.

„არც მიოცნებია, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე ასე გასაოცრად ვითამაშებდი. მთელი წლის განმავლობაში იმედი მქონდა, რომ განაცხადში მოვხვდებოდი, მაგრამ აძელიო ვიჩინიმ მხოლოდ ბოლო მომენტში ამირჩია. კოვერჩანოზე ფეხი შევდგი და ყოველთვის ძალიან მორიდებული ვიყავი.

ავსტრიასთან მატჩში გოლის გატანას ვერ ვახერხებდით, ორჯერ ბურთი ძელს მოხვდა და ანდრეა კარნევალეს ბევრი საგოლე შანსი ჰქონდა. იმედი მქონდა, რომ ჩემი თანაგუნდელები გოლს ვერ გაიტანდნენ, რომ მოედანზე შევსულიყავი. არა, ეს არ არის ეგოიზმი, უბრალოდ ადამიანური ფაქტორია, მინდოდა გუნდში ჩემი ადგილი დამემკვიდრებინა. სათადარიგო სკამზე სერენა, ბაჯო და მანჩინი იყვნენ, მაგრამ ვიჩინიმ მე ამირჩია და რისკზე წავიდა. „შედი და გოლი გაიტანე“, - მითხრა მან. ოთხი წუთის შემდეგ ჯანლუკა ვიალის ჩაწოდების შემდეგ ორ მცველს შორის ვიყავი და გოლი გავიტანე, ეს ბედი იყო.

ხალხს ვახსოვარ, მაგრამ არამხოლოდ გოლების გამო. მე უბრალო ბიჭი ვიყავი, რომელიც არსაიდან მოვიდა და ყველაფერს დიდი შრომით მიაღწია“, - გაიხსენა სკილაჩიმ.

0.116263