თამაშგარე

11:35 | 8.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

ავტოსპორტიდან პორნო-ინდუსტრიაში

მთელი მსოფლიო შოკში ჩააგდო 25 წლის ავსტრალიელმა ავტომრბოლელმა ქალმა რენე გრეისმა, რომელმაც განაცხადა, რომ მიიღო გადაწყვეტილება და დამცავ მუზარადს სამუდამოდ კიდებს კედელზე, რადგან ავტორსპორტში ბევრი ფული ვერ იშოვა და პორნო-სტუდიასთან თანამშრომლობას იწყებს.

ცხადია პირველად არ მომხდარა პორნო-ინდუსტრიაში სპორტსმენი ქალის გადანაცვლების შემთხვევა, თუმცა რენე გრეისისაგან ამას მაინც განსაკუთრებით ნაკლებად ელოდნენ. სხვა თუ არაფერი, ამ გოგოზე ბევრად ლამაზ და გულმისავალ ქალებს უთქვამთ უარი მსგავსი ნაბიჯის გადადგმაზე.

ცხოვრებაში მნიშვნელოვან ნაბიჯებს ყველა ადამიანი საკუთარი ნებით დგამს, თუმცა ავტოსპორტი შემოსავლიანი არააო - რენე გრეისისგან ნამდვილად გასაკვირი განცხადებაა. შეიძლება კონკრეტულად მენ ვერ იშოვა ფული, თორემ ავტოსპორტში რომ დიდი ფული ტრიალებს - ეგეთი უნდა...

0.136084