ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციისა და ლა ლიგის ერთობლივი გადაწყვეტილებით 2019-2020 წლების სეზონში მათ დაქვემდებარებაში გასამართი ყველა მატჩი წუთიერი დუმილით დაიწყება.
მიზეზი ცხადია, კორონავირუსით დაღუპული ადამიანების ხსოვნისადმი პატივის მიგებაა.
„როდესაც ესპანეთში ფეხბურთი დაბრუნდება, თავის ყველა პროფესიონალურ თუ არაპროფესიონალურ ტურნირზე, მატჩები წუთიერი დუმილით დაიწყება COVID-19-ით გარდაცვლილი ადამიანების ხსოვნის პატივსაცემად. ეს გაგრძელდება მთელი სეზონის განმავლობაში, რომ გულწრფელი თანაგრძნობა გამოვხატოთ დაღუპულთა ოჯახების მიმართ“, - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ლა ლიგის გათამაშება 13 ივნისიდან განახლდება.