უეფას პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ საჯაროდ განაცხადა, რომ შიდა ჩემპიონატები 2 აგვისტოსთვის უნდა დასრულდეს. სლოვენიელის განცხადებით, ეს ერთადერთი პირობაა, რომელიც უეფამ ქვეყნების საფეხბურთო ასოციაცებს და ლიგებს წაუყენა.
„თითოეული ლიგა თავისუფალია არჩევანში და ყველა ქვეყანაში შეუძლიათ დამოუკიდებლად გადაწყვიტონ სეზონის დასრულების ფორმატი, შეაფასონ ქვეყნის სპეციფიკური შემზღუდავი ზომები. უფლება აქვთ მიმართონ პლეი-ოფს და პლეი-აუტს. უეფას მიერ დადგენილი ერთადერთი პირობაა, რომ ასოციაციებმა თავიანთი ჩემპიონატები 2 აგვისტოს ჩათვლით დაასრულონ“, - უთხრა ჩეფერინმა Le Parisien-ს.
შეგახსენებთ, რომ უეფა სწორედ 2 აგვისტოს შემდეგ, როდესაც შიდა ჩემპიონატები დასრულდება, ევროთასების განახლებას გეგმავს.