ფეხბურთი

14:20 | 8.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

"მოსაწყენი და სამწუხაროა" - ლენოს "ბაიერნის" დომინანტობა არ მოსწონს

ლონდონის „არსენალის“ მეკარე ბერნდ ლენო გერმანიის ბუნდესლიგაში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა. კერძოდ, „ბაიერნის“ დომინანტობაზე გააკეთა კომენტარი და დამწუხრებით აღნიშნა, რომ „რეკორდმაისტერი“ უახლოეს პერიოდშიც უკონკურენტო იქნება.

„მიუნხენის „ბაიერნი“ უკვე ჩემპიონია, როგორც ყოველთვის. ეს მოსაწყენი და სამწუხაროა. ყოველთვის გვაქვს იმედი, რომ ტიტულისთვის ამაღელვებელი ბრძოლა იქნება, მაგრამ ასეთ ბუნდესლიგას მომდენო სეზონებშიც ვერ ვხედავ. „ბაიერნი“ ძალიან ძლიერია“, - თქვა ლენომ.

აქვე შეგახსენებთ, რომ „ბაიერნი“ ბუნდესლიგას 7-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს და ზედიზედ მერვე „ვერცხლის სინთან“ ძალიან ახლოსაა, რადგან სეზონის ფინიშამდე მხოლოდ 4 ტურია დარჩენილი.

0.120996