ფეხბურთი

10:21 | 8.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

კვირკველიას 45 წუთი ამხანაგურ შეხვედრაში

მოსკოვის „ლოკომოტივი“ სეზონის რესტარტისთვის ემზადება და პაუზის შემდეგ პირველი სპარინგ შეხვედრაც გამართა. მოსკოველები თანაქალაქელ „დინამოს“ გაეჯიბრნენ და ამხანაგური დაპირისპირებაც ამხანაგური ანგარიშით დასრულდა - 1:1.

ეს იყო „რკინიგზელთა“ ახალი მთავარი მწვრთნელის, მარკო ნიკოლიჩის არაოფიციალური დებიუტიც და ჩვენთვის საინტერესოა, რადგან სოლომონ კვირკველია მის განკარგულებაშია.

სერბმა ქართველი ძირითად შემადგენლობაში არ გაამწესა და თავიდან ვედრან ჩორლუკასა და მურილოს წყვილი ამჯობინა, თუმცა 46-ე წუთზე სწორედ ბრაზილიელის ნაცვლად ქართველი ჩართო თამაშში.

სხვათა შორის, ორივე გოლი ნაანტრაქტევს გავიდა. „ლოკომოტივი“ რუსეთის პრემიერლიგაში 21 ივნისს „ორენბურგს“ დაუპირისპირდება და იქ უფრო გამოჩნდება, მოიაზრებს თუ არა ნიკოლიჩი კვირკველიას სასტარტო შემადგენლობის წევრად. ცნობისთვის, „ლოკომოტივი“ სეზონის დასრულებამდე 8 ტურით ადრე 41 ქულით მეორე-მესამე ადგილს „კრასნოდართან“ ერთად იყოფს, ლიდერ „ზენიტს“ კი 9 ქულით ჩამორჩება.

0.134372