გერმანიის ბუნდესლიგის 30-ე ტური სამი მატჩით დასრულდა და განსაკუთრებულ ინტერესს ორი გუნდის, „ვერდერისა“ და „შალკეს“ მატჩები იქცევდა. ორი ტრადიციული გერმანული კლუბი, რომელთაც საშინელი სეზონი აქვთ.
„შალკესთვის“ ასე არ იყო, მაგრამ რესტარტის შემდეგ „ხუმარები“ კატასტროფულად გამოიყურებიან, ჯერაც არ მოუგიათ და ახლაც ვერ შეძლეს სამი ქულის მოპოვება. ბერლინის „უნიონთან“ გელზენკირხენელები აგებდნენ და მორიგ შემთხვევაში უქულოდ დარჩენა ემუქრებოდათ, მაგრამ პირველი ტაიმის შუაწელს აღადგინეს წონასწორობა და მერე არაფერი შეცვლილა. „შალკეს“ გავარდნა ნამდვილად არ ემუქრება, 10-ქულიანი უპირატესობა აქვს პლეი-აუტის ზონასთან, მაგრამ გუნდი, რომელიც ევროზონაში მოსახვედრად იბრძოდა, ათეულში შესვლას ნატრობს.
„შალკეს“ კიდევ რა უჭირს, იმასთან შედარებით, რაც „ვერდერის“ თავს ხდება. „ბრემენელ მუსიკოსებს“ დიდი ხანია ასეთი კოშმარული სეზონი არ ჰქონიათ და მორიგი მარცხი შინ „ვოლფსბურგთან“ განიცხადეს. ვერგოსტის გოლმა მასპინძელთა გუნდი ისევ იმედგაცრუებული დატოვა.
„ვერდერი“ ბოლოსწინა ადგილზეა, სამშვიდობოს 6 ქულა აშორებს, ხოლო პლეი-აუტის ზონაში მყოფ „დიუსელდორფს“ 3 ქულით ჩამორჩება. თუმცა, ყველაზე ცუდი ისაა, რომ მხოლოდ 4 ტური დარჩა და „ვერდერი“ ახლოსაა 40 წლის შემდეგ პირველად ბუნდესლიგიდან გავარდნასთან.
„ვერდერი“ – „ვოლფსბურგი“ 0:1 (0:0)
გოლი: 0:1 ვერგოსტი (82)
„უნიონი“ – „შალკე“ 1:1 (1:1)
გოლები: 1:0 ანდრიხი (11), 1:1 კენი (28)
„აუგსბურგი“ – „კიოლნი“ 1:1 (0:0)
გოლები: 0:1 მოდესტე (85), 1:1 მაქსი (88)