ფეხბურთი

22:46 | 7.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა მოდრიჩი: "ჟურნალისტები მას მადარებდნენ და ძალიან მიხაროდა"

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა ლუკა მოდრიჩმა 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის მატჩი გაიხსენა იტალიის ნაკრებთან, როდესაც დაპირისპირება ფრედ 1:1 დასრულდა.

„მეორე თამაში იტალიის წინააღდმდეგ გადამწყვეტი იყო. მათი ტაქტიკის დიდი ნაწილი დაფუძნეული იყო შესანიშნავი ნახევარმცველის, ანდრეა პირლოს თამაშზე. ბევრი ჟურნალისტი კი მას მადარებდა, რაც ძალიან მიხაროდა.

სწორედ მან 39-ე წუთზე შესანიშნავი გოლი გაგვიტანა, მაგრამ ჩვენ არაფერი დავთმეთ. მეორე ტაიმში მარიო მანჯუკიჩმა გაათანაბრა. თამაშამდე მან თქვა, რომ ოცნებობდა ბუფონისთვის გოლი გაეტანა, რადგან ლეგენდარული მეკარე მისი ბავშვობის ერთ-ერთი კერპი გახლდათ. მარიო ფიქრობდა, რომ თუ გოლს გაიტანდა, „იუვენტუსსაც“ დააინტერესებდა და ბუფონის თანაგუნდელი გახდებოდა, მაგრამ იმ დღეებში „ბაიერნში“ გადავიდა“, - თქვა მოდრიჩმა.

შეგახსენებთ, მანჯუკიჩის ორივე ოცნება აუხდა, ბუფონს გოლიც გაუტანა და „იუვენტუსში“ მისი თანაგუნდელი 3 წლის შემდეგ, 2015 წელს გახდა.

0.115253