ფეხბურთი

19:55 | 7.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ეს უსამართლობა იქნება" - ესპანეთის პრემიერი ფანების სტადიონზე დაშვების საკითხზე საუბრობს

ესპანეთის პრემიერმინისტრი პედრო სანჩესი არ ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ ლა ლიგის მატჩებზე რეგიონების მიხედვით გულშემატკივრებს დასწრების უფლება მისცენ.

„ჯანდაცვის სამინისტროსთან, სპორტის უმაღლეს საბჭოსთან და ლიგებთან ვმუშაობთ იმისთვის, რომ მივიღოთ საერთო პასუხი. სამართლიანი არ იქნება თუ ერთ სტადიონზე გულშემატკივარი იქნება და მეორე სტადიონზე არა“, - თქვა პედრო სანჩესმა.

შეგახსენებთ, რომ იყო საუბარი კორონავირუსის სიტუაციის მიხედვით ესპანეთში სტადიონებზე შესვლის უფლება გულშემატკივრებისთვის მიეცათ. თუმცა, როგორც ჩანს, სტადიონები ყველასთვის დაიხურება და როდესაც სიტუაცია დასტაბილურდება, ყველასთვის ერთად გაიხსნება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111315