კონორ მაკგრეგორმა სპორტული კარიერა დაასრულა. ამის შესახებ ტვიტერში ირლანდიელმა მებრძოლმა დაწერა.
„მოგესალმებით მეგობრებო. გადავწყვიტე, რომ კარიერა დავასრულო. დიდი მადლობა ყველას დაუვიწყარი მოგონებებისთვის, ბრწყინვალე თავგადასავალი მქონდა“, - დაწერა კონორმა ტვიტერში.
აღსანიშნავია, რომ მაკგრეგორმა კარიერის დასრულების შესახებ უკვე მესამედ განაცხადა. ორ შემთხვევაში ოქტაგონს დაუბრუნდა და არაა გამორიცხული ახლაც იგივე სცენარი ვიხილოთ.