ფეხბურთი

16:56 | 7.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

"VAR- ყველაფერზე არ უნდა გამოვიყენოთ" - კოლინა ვიდეორეფერის შესახებ

ლეგენდარულმა მსაჯმა და ამჟამად ფიფას საარბიტრაჟო კომისიის პრეზიდენტმა პიერლუიჯი კოლინამ VAR-ის შესახებ ისაუბრა.

იტალიელის განცხადებით, ვიდეორეფერი ყველა სათამაშო ეპიზოდში არ უნდა ჩაერიოს და მსაჯს მხოლოდ გადამწყვეტ მომენტებში უნდა დაეხმაროს.

„ადამიანის კომპონენტის ჩარევით ყოველთვის არსებობს შეცდომის ზღვარი. VAR-ი შეიქმნა, რომ მსაჯს გადამწყვეტ მომენტებში დაეხმაროს გადაწყვეტილების მიღებაში, რომ არ მოხდეს ხელახალი საარბიტრაჟო განხილვა. არავის უფიქრია, რომ ყველა ეპიზოდი გადაიხედოს, მაშინ თამაში არასდროს დარულდება. ჯერ კიდევ განვითარების და გაგების ეტაპზე ვართ“, - თქვა კოლინამ.

0.117922