ფეხბურთი

11:17 | 7.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

ფლორიან ვირცი ბუნდესლიგის ისტორიაში

ლევერკუზენის „ბაიერის“ ფეხბურთელი ფლორიან ვირცი ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდული გოლის ავტორია. ვირცმა მიუნხენის „ბაიერნის“ კარში გოლი 17 წლის, 1 თვისა და 3 დღის ასაკში გაიტანა.

გერმანელმა ნური შაჰინის მიღწევა გააუმჯობესა და ისიც ნიშანდობლივია, რომ მანუელ ნოიერი დაამწუხრა, რომლის ბუნდესლიგაში დებიუტისას ფლორიანი 3 წლის იყო...

ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდული გოლების ავტორები:

ფლორიან ვირცი - 17 წლის, 1 თვის და 3 დღის

ნური შაჰინი - 17 წლის, 2 თვის და 21 დღის

იულიან დრაქსლერი - 17 წლის, 6 თვის და 12 დღის

ტიმო ვერნერი - 17 წლის, 6 თვის და 16 დღის

კრისტიან პულიშიჩი - 17 წლის, 6 თვის და 30 დღის

0.119393