ბელარუსის ჩემპიონატში გიორგი ქანთარიას „ნემანმა“ სტუმრად „სლავია“ 3:1 დაამარცხა. სამივე გოლი ზორან მარუშიჩმა გაიტანა, ერთხელ კი საგოლე პასი ქართველმა ნახევარმცველმა გაუკეთა.
ქანთარია მოედანზე 58-ე წუთზე გამოჩნდა და საფინალო სასტვენამდე 4 წუთით ადრე თანაგუნდელს საბოლოო ანგარიშის დაფქსირებაში დაეხმარა, როდესაც მეკარესთან პირისპირ დატოვა.
„ნემანს“ 11 შეხვედრაში 17 ქულა აქვს მოპოვებული და სატურნირო ცხრილში მეშვიდე ადგილზეა.