1961 - დაიბადა ლიანა ცოტაძე. კოშკიდან წყალში ქართველი მხტომელი. 1980 წლის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედლის მფლობელი. საბჭოთა კავშირის ორგზის ჩემპიონი (1979, 1980). 1979 წელს გახდა საბჭოთა კავშირის ხალხთა მეშვიდე სპარტაკიადის ჩემპიონი. სამჯერ ფლობდა საკავშირო თასს (1978, 1979, 1981). საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი.
მნიშვნელოვანი ფაქტები
1894 - გერმანიის ქალაქ კარლსრუეში დაარსდა ამავე სახელწოდების საფეხბურთო კლუბი. “კარლსრუე” 1909 წელს გერმანიის ჩემპიონი გახდა, 1955 და 1956 წლებში კი ქვეყნის თასს დაეუფლა. გასული საუკუნის 80-90-იან წლებში გუნდის ღირსებას იცავდნენ ისეთი ცნობილი მოთამაშეები, როგორიც ოლივერ კანი, მეჰმეტ შოლი, იენს ნოვიტნი, მიხაელ ტარნატი, თომას ჰესლერი, ტორსტენ ფინკი, გვიდო ბუხვალდი, სლავენ ბილიჩი არიან.
1930 - დაარსდა ალბანეთის საფეხბურთო ფედერაცია. 1932 წელს გაწევრიანდა ფიფაში, 1954 წლიდან კი უეფაში მიიღეს.
1946 - აშშ-ში თერთმეტი საკალათბურთო კლუბის წარმომადგენელი შეიკრიბა და ეროვნული ასოციაციის პირველი ჩემპიონატის ჩატარება გადაწყვიტა.
1962 - თბილისის “დინამომ” საერთაშორისო ამხანაგური მატჩი გლაზგოს “რეინჯერსთან” 0:1 წააგო.
1962 - ჩილეს მე-7 მსოფლიოს ჩემპიონატი ფეხბურთში. A ჯგუფი: სსრკ _ ურუგვაი 2:1; B ჯგუფი: გფრ _ ჩილე 2:0; C ჯგუფი: ბრაზილია _ ესპანეთი 2:1; D ჯგუფი: უნგრეთი _ არგენტინა 0:0.
1970 - მექსიკის მეცხრე მსოფლიოს ჩემპიონატი ფეხბურთში. A ჯგუფი: სსრკ _ ბელგია 4:1; საბჭოელთაგანერთი გოლი კახი ასათაინმა გაიტანა. მის გარდა ქართველთაგან ამ მატჩშიმონაწილეობაანზორკავაზაშვილმა, რევაზ ძოძუაშვილმა და მურთაზ ხურცილავამ მიიღეს. B ჯგუფი: ურუგვაი _ იტალია 0:0. C ჯგუფი: რუმინეთი _ ჩეხოსლოვაკია 2:1. D ჯგუფი: პერუ _ მაროკო 3:0.
1971 - თეირანის საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირის ნახევარფინალში, თბილისის “დინამომ” პოლონეთის ქალაქ სოსნოვეცის “ზაგლებიესთან” 0:1 წააგო.
1978 - არგენტინის მე-11 მსოფლიოს ჩემპიონატი ფეხბურთში. A ჯგუფი: იტალია _ უნგრეთი 3:1; B ჯგუფი: პოლონეთი _ ტუნისი 1:0.
1985 - ჩოგბურთში საფრანგეთის ღია პირველობის ქალთა ტურნირის ფინალში, ამერიკელმა კრის ევერტმა ჩეხი მარტინა ნავრატილოვა 6:3, 6:7, 7:5 დაამარცხა და ტურნირის ჩემპიონი გახდა.
1986 - გერმანელმა მძლეოსანმა იორგენ შოლტმა ბადროს ტყორცნაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (74,08 მ).
1986 - მექსიკის მე-13 მსოფლიოს ჩემპიონატი ფეხბურთში. C ჯგუფი: უნგრეთი _ კანადა 2:0; D ჯგუფი: ბრაზილია _ ალჟირი 1:0; F ჯგუფი: ინგლისი _ მაროკო 0:0.
1990 - დაარსდა საქართველოს ხელბურთის ასოციაცია. მის პირველ პრეზიდენტად ნიკოლოზ ცხაკაია აირჩიეს. 1991 წლიდან ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციისა (IHF) და ევროპის ხელბურთის ფედერაციის (EHF) დროებითი, ხოლო 1992 წლის აგვისტოდან _ მუდმივი წევრია.
1995 - ფეხბურთში ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ნორვეგიამ ნიგერიას 8:0 მოუგო, რაც მუნდიალების ისტორიაში ანგარიშში სარეკორდო სხვაობის განმეორება იყო.
2001 - მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მატჩში, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ბუდაპეშტში უნგრეთის გუნდთან 1:4 წააგო. ქართველთაგან გოლი შოთა არველაძემ გაიტანა.
2002 - მსოფლიოს მე-17 ჩემპიონატი ფეხბურთში (კორეა-იაპონია). A ჯგუფი: საფრანგეთი _ ურუგვაი 0:0. E ჯგუფი: კამერუნი _ საუდის არაბეთი 1:0.
2005 - “დეტროიტ პისტონზი” ზედიზედ მეორედ გავიდა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ფლეი-ოფში.
2005 - ქალ ფრენბურთელთა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი B კატეგორიის ტურნირში, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მოლდოვას გუნდი დაამარცხა (3:0). შეხვედრა თბილისის სპორტის სასახლეში შედგა.
2005 - გერმანული “ვოლფსბურგის” მთავარ მწვრთნელად ჰოგერ ფახი დაინიშნა.
2007 - ბრაზილიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მცველმა, რობერტო კარლოსმა თურქულ “ფენერბახჩესთან” ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
2008 - იტალიაში ჩატარდა მსოფლიო თასის გათამაშება კიკბოქსინგში. ქართველთაგან ჩემპიონები გახდნენ დავით ვახანია (71 კგ), გიგა კორძაძე (75 კგ), ელენე ბოლაშვილი (56 კგ) და სოფო ქავთარაძე (65 კგ).
2009 - საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მოლდოვასთან 1:2 წააგო. ქართველთაგან გოლი ზურაბ ხიზანიშვილმა გაიტანა. ჩვენს ნაკრებს ექტორ რაულ კუპერი წვრთნიდა. შეხვედრას 8 ათასი მაყურებელი დაესწრო.
2009 - რაგბის “ჩერჩილის თასის” სტარტზე საქართველომ დენვერში კანადასთან 10:42 წააგო.
2010 - ჩოგბურთში საფრანგეთის ღია პირველობის მამაკაცთა ტურნირის ფინალში ესპანელმა რაფა ნადალმა შვედ რობინ სოდერლინგს 6:4, 6:2, 6:4 მოუგო და ბოლო ექვსი წლის განმავლობაში მეხუთედ გახდა “როლან გაროსის” ჩემპიონი.
ამ დღეს დაიბადნენ
1913 - პიტერ დოჰერტი. ჩრდილოეთ ირალნდიის ნაკრებში დებიუტი ჰქონდა 16 წლის ასაკში. ინგლისში თამაშობდა “მანჩესტერ სიტიში”. ამ გუნდში გადასვლის პირველივე სეზონში ინგლისის ჩემპიონობა მოიპოვა, თავად კი, 30 გოლი გაიტანა. 1958 წლის მუნდიალზე წვრთნიდა ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებს.
1942 - სანდრა მორგანი. ამერიკელი მოცურავე. 1956 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.
1947 - მერიონ კოაქსი. ინგლისელი ჟოკეი. 1968 წლის ოლიმპიური ვერცხლის მფლობელი.
1949 - ვიტალი სტარუხინი. დონეცკის “შახტიორის” ცენტრფორვარდი. საბჭოთა კავშირის 1979 წლის საუკეთესო ფეხბურთელი. საკავშირო თასის მფლობელი და პრიზიორი. 1979 წელს დაასახელეს საბჭოთა კავშირის საუკეთესო ფეხბურთელად. გრიგორი ფედოტოვის ბომბარდირთა კლუბის წევრი. ვიტალი სტარუხინი 2000 წლის 9 აგვისტოს პნევმონიით გარდაიცვალა.
1954 - ვლადისლავ ჟმუდა. პოლონელი ფეხბურთელი. 1974 და 1982 წლების მსოფლიოს ჩემპიონატების პრიზიორი. 1976 წლის ოლიმპიური თამაშების ფინალისტი. პოლონეთის ნაკრებში ჩაატარა 91 მატჩი, გაიტანა 2 გოლი. 1981 წელს დაასახელეს პოლონეთის საუკეთესო ფეხბურთელად.
1956 - ბიორნ ბორგი. ლეგენდარული შვედი ჩოგბურთელი. ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე. მოგებული აქვს “დიდი სლემის” 11 ტურნირი. 1976-1980 წლებში ზედიზედ იმარჯვებდა უიმბლდონის ტურნირზე. 1974, 1975, 1977, 1978, 1979 და 1980 წლებში გახდა საფრანგეთის ღია პირველობის ჩემპიონი. 1976, 1978, 1980 და 1981 წლებში იასპარეზა აშშ-ს ღია პირველობის ფინალში. მოგებული აქვს ჩატარებულ შეხვედრათა 82.3 პროცენტი (576 მოგება, 124 წაგება). ეს პროფესიონალ ჩოგბურთელთა შორის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. კარიერის განმავლობაში გამოიმუშავა 3 მილიონ 655 571 დოლარი.
1961 - ლიანა ცოტაძე. კოშკიდან წყალში ქართველი მხტომელი. 1980 წლის ოლიმპიურითამაშებისბრინჯაოსმედლის მფლობელი. საბჭოთა კავშირის ორგზის ჩემპიონი (1979, 1980). 1979 წელსგახდასაბჭოთა კავშირისხალხთა მეშვიდე სპარტაკიადის ჩემპიონი. სამჯერ ფლობდა საკავშირო თასს(1978, 1979, 1981).საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი.
1966 - ენტონი იებოა. განის ნაკრების, “საარბრიუკენის” (1988-90), ფრანკფურტის “აინტრახტის” (1990-95), “ლიდსის” (1995-97), “ჰამბურგის” (1997-2001), “ალ იტიჰადის” (2001-02) ფორვარდი. 1993 და 1994 წლებში გახდა ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირი. განის ნაკრებში ჩაატარა 59 მატჩი, გაიტანა 26 გოლი.
1969 - ფერნანდო რედონდო. არგენტინის ეროვნული ნაკრების, მადრიდის “რეალისა” და “მილანის” ფეხბურთელი. სამხრეთ ამერიკის ჩემპიონი (1993). არგენტინის ნაკრებში ჩაატარა 40 მატჩი, გაიტანა ერთი გოლი. ჩემპიონთა ლიგის სამგზის გამარჯვებული. საკონტინენტთაშორისო თასის მფლობელი. ესპანეთის ორგზის ჩემპიონი და ქვეყნის სუპერთასის მფლობელი. იტალიის ჩემპიონი.
1975 - ვალტერ გუჩუა. საქართველოს ეროვნული ნაკრების, ოჩამჩირის “ამირანის,” ქუთაისის “ტორპედოს,” თბილისის “დინამოს,” შეპეტოვკის “ტემპის,” “ზესტაფონის,” სოხუმის “დინამოს” მცველი.
1978 - იგორ ვიხროვი. ლატვიელი ტანმოვარჯიშე. სპორტულ ტანვარჯიშში 2000 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.
1981 - შერილ ფორდი. აშშ-ის ქალ კალათბურთელთა ნაკრების მეფარე (191 სმ). ოლიმპიური ჩემპიონი.