სხვა

11:24 | 6.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

ტანმოვარჯიშეთა ევროპის ჩემპიონატის ახალი განრიგი

ევროპის ტანვარჯიშის ფედერაციამ მხატვრულ და სპორტულ ტანვარჯიშში ევროპის ჩემპიონატების ახალი თარიღები დაადგინა. მხატვრული ტანმოვარჯიშეები მედლებს 2020 წლის 26-29 ნოემბერს კიევში გაითამაშებენ, სპორტულ ტანმოვარჯიშეთა ჩემპიონტს კი ბაქო უმასპინძლებს: 9-13 დეკემბერს - კაცთა ტურნირი გაიმართება, 17-20 დეკემბერს - ქალებისა.

ეს შეჯიბრებები აპრილ-მაისში უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო. მხატვრულ ტანმოვარჯიშეთა შეჯიბრების მასპინძლად კვლავ კიევი დარჩა, სპორტულ ტანმოვარჯიშეებს კი პარიზის ნაცვლად ბაქოში მოუწევთ ჩასვლა.

GEONOC.ORG.GE
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.089223