თამაშგარე

10:59 | 6.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

საკუთარ სხეულზე შეყვარებული კრისტინა (ფოტოგალერეა)

ჩეხეთის ნაკრების თავდამსხმელი პატრიკ შიკი ერთი ხანობა გენუის „სამპდორიაში“ ხმაურით გამოჩნდა და „იუვენტუსში“ ტრანსფერიც პრაქტიკულად გადაწყვეტილი იყო. თუმცა, ჩეხი სამედიცინო შემოწმებაზე ჩავარდა და გენუაში დაბრუნება მოუწია.

მაგრამ, იმავე ზაფხულს „რომას“ მიაშურა, იმ იმედით, რომ დედაქალაქში თავს დაიმკვიდრებდა. ეს ვერ შეძლო და „მგლებმა“ „ლაიფციგში“ გაანათხოვრეს, სადაც ჯერ კიდევ ვერ გადაუწყვიტავთ, გამოისყიდონ თუ არა, ტანმაღალი ფორვარდი იმის მიუხედავად, რომ ბოლო დროს შედეგიანად ათამაშდა.

პატრიკი თუ საფეხბურთო მინდორზე ცდილობს დამკვიდრებას და სახელის მოხვეჭას, მისი ულამაზესი და, კრისტინა სოციალურ ქსელს იპყრობს. ახლახან პირველი შვილი შეეძინა, თუმცა, ფორმა უმალვე აღიდგინა და ამის დემონსტრირებას ინსტაგრამში თამამად ახდენს.

„მიყვარს ჩემი სხეული და ჩემს სხეულს ვუყვარვარ“, - დაწერა ერთ-ერთ ბოლო პოსტზე კრისტინამ და დიდი ეჭვი გვაქვს, მისი სხეული მარტო თავად არ უყვარს, ბევრს ეყვარება...

0.116351