ფეხბურთი

0:14 | 6.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

"არ ვიცი რომელ გუნდში, მაგრამ ჩემი მიზანი იქ თამაშია" - გრიზმანმა საოცნებო ჩემპიონატი დაასახელა

კატალონიის „ბარსელონას“ თავდამსხმელი ანტუან გრიზმანი კარიერის MLS-ში დასრულებაზე ოცნებობს. როგორც ფრანგმა ფეხბურთელმა განაცხადა, დღესვე მოაწერდა ხელს კარიერის მიწურულს შტატებში თამაშზე.

„ბარსელონასთან“ ერთად ლა ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის მოგება ჩემი ოცნება და მიზანია. შემდეგ ყატარში მსოფლიო ჩემპიონატი და ბოლო MLS-ში თამაში. არ ვიცი რომელ გუნდში, მაგრამ იქ თამაში მინდა. აშშ-ში კარიერის დასრულება ჩემი მიზანია, კარგად თამაში და გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფიგურა უნდა ვიყო, რომელიც ტიტულისთვის იბრძოლებს.

მსოფლიო ჩემპიონობის, ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ აშშ-ში სათამაშოდ წასვლა მშვიდად შემეძლება, ჩემთვის იდეალური მარშრუტია, ამაზე დღესვე მოვაწერდი ხელს. 32-33 წლის ასაკში მინდა MLS-ში ვიყო, მაგრამ ეს დამოკიდებული იქნება იმ ტიტულებზე, რომელსაც მოვიგებ“, - თქვა გრიზმანმა.

შეგახსენებთ, რომ გრიზმანი „ბარსელონაში“ გასულ ზაფხულს გადავიდა, მანამდე კი მადრიდის „ატლეტიკოსა“ და სან სებასტიანი „სოსიედადის“ ღირსებას იცავდა.

0.121855