თბილისის „საბურთალომ“ საჩხერის „ჩიხურადან“ გამოცდილი ნახევარმცველი ლევან ნონიკაშვილი დაიმატა.
ფეხბურთელმა კონტრაქტი უკვე გააფორმა და გუნდთან ერთად ივარჯიშა.
25 წლის ფეხბურთელს კარიერის უმეტესი ნაწილი გორის „დილაში“ აქვს გატარებული, რომლის რიგებში 14 გოლი გაიტანა.