მადრიდის "რეალი" "ლევერკუზენის "ბაიერს" კაი ჰავერცის ტრანსფერზე დაუკავშირდა. Bild-ის ინფორმაციით, "სამეფო კლუბმა" გერმანელებს მომხიბლავი წინადადება შესთავაზა, მაგრამ უარი მიიღო.
"რეალი" მზადაა გერმანელის სანაცვლოდ "ფარმაცევტებს" 80 მილიონი ევრო გადაუხადოს და გარდა ამისა, ერთი სეზონით იჯარით "ბაი არენაზე" დარჩენის უფლება მისცეს.
მართლაც მიმზიდველი წინადადების მიუხედავად, გერმანულმა გუნდმა დრო ითხოვა და თავდაპირველად ესპანური მხარე თავაზიანი უარითაც გაისტუმრა.
ჰავერცს "რეალის" გარდა სხვა ევროპული გრანდიც აკვირდება, მათ შორის "ლივერპული" და მიუნხენის "ბაიერნი".
20 წლის კაი ჰავერცი "ლევერკუზენის" მთავარ გუნდში 2016 წლიდან თამაშობს და 143 შეხვედრაში 43 გოლი აქვს გატანილი.