ფეხბურთი

13:52 | 5.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

სფფ-ის წარმომადგენლების ვიზიტი დასავლეთ საქართველოში (+VIDEO)

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა სამუშაო ვიზიტით დასავლეთ საქართველოს ეწვია და მიმდინარე საფეხბურთო ინფრასტრუქტურის სამშენებლო პროცესი დაათვალიერა.

ვიზიტის ფარგლებში სფფ-ის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, პირველი ვიცე-პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე და ვიცე-პრეზიდენტი ნიკა ჯღარკავა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში საფეხბურთო აკადემიის მშენებლობას ეწვივნენ. სფფ-ის წარმომადგენლებთან ერთად მშენებლობის პროცესი სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გეგა შენგელიამ და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა მოინახულეს.

ვიზიტის ფარგლებში სფფ-ის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, პირველი ვიცე-პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე და ვიცე-პრეზიდენტი ნიკა ჯღარკავა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში საფეხბურთო აკადემიის მშენებლობას ეწვივნენ. სფფ-ის წარმომადგენლებთან ერთად მშენებლობის პროცესი სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გეგა შენგელიამ და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა მოინახულეს.

"მიხარია, რომ პროექტი, რომელიც ჩვენ რამდენიმე თვის წინ დავიწყეთ, მშენებლობის აქტიურ ფაზაშია. პროექტის ფარგლებში სოხელ რუხში საფეხბურთო აკადემია აშენდება და მის მშნებლობას სრულად საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია აფინანსებს. ასევე მსურს მადლობა ვუთხრა ადგილობრივ ხელისუფლებას, სწორედ მათი დახმარებით მოხდა აღნიშნული ტერიტორიის ჩვენთვის გადმოცემა. პროექტის მიხედვით მოეწყობა სამი სტანდარტული საფეხბურთო მოედანი, განათებით და ტრიბუნით. მსგავსად სფფ-ის სხვა აკადემიებისა, ადგილზე ორი ასაკობრივი გუნდი იცხოვრებს. საფეხბურთო კომპლექსის გამოყენება ასევე შესაძლებელი იქნება სხვა საფეხბურთო სკოლებისთვის და სამოყვარულო ფეხბურთისთვის.

მიმაჩნია, რომ რუხის საფეხბურთო აკადემია ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. მას შემდეგ რაც 2015 წელს პირველად ვიყავი ამ ტერიტორიაზე, აღნიშნული პროექტის განხორციელება პრიორიტეტული იყო. აქედან გამომდინარე, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მშენებლობა ასე აქტიურად მიმდინარეობს და ჩვენ ძალიან მალე დავასრულებთ ამ პროცესს." - განაცხადა ლევან კობიაშვილმა.

რუხში მშენებარე საფეხბურთო აკადემიის შესახებ კომენტარი სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულმა და ზუგიდის მუნიციპალიტეტის მერმაც გააკეთეს და აღნიშნეს, რომ რეგიონში ფეხბურთის განვითარებისთვის აღნიშნულ პროექტს უდიდესი როლი აკისრია.

შეგახსენებთ, რომ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელში, სფფ-ის ფეხბურთის აკადემიის საფუძვლის ჩაყრის ოფიციალური ცერემონია 2019 წლის მაისში გაიმართა. პროექტის მიხედვით ადგილზე ერთი ბუნებრივსაფარიანი და ორი ხელოვნურსაფარიანი მოედანი მოეწყობა. ასევე დამონტაჟდება თანამედროვე განათების სისტემა, აშენდება გასახდელები, ტრიბუნები და ფეხბურთელთა საცხოვრებელი კომპლექსი. მშენებლობის დასრულება მიმდინარე წლის შემოდგომაზე იგეგმება. ახალი საფეხბურთო ინფრასტრუქტურით სარგებლობას სფფ-ის აკადემიის გუნდებთან ერთად სხვა საფეხბურთო სკოლები და სამოყვარულო ფეხბურთის გუნდებიც შეძლებენ.

რუხის საფეხბურთო აკადემიის მშენებლობის მონახულების შემდეგ, ფედერაციის წარმომადგენლები ფოთს ეწვივნენ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სფფ-ის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა დაათვალიერეს.

პროექტის ფარგლებში, რომელიც ფოთის საფეხბურთო სკოლის ტერიტორიაზე ხორციელდება, ადგილზე მოეწყობა ორი ხელოვნურსაფარიანი სტანდარტული ზომის მოედანი ხელოვნური განათებით, ტრიბუნით და ადმინისტრაციული შენობით. მშენებლობა 2019 წლის ივლისში დაიწყო და დასრულება მიმდინარე წლის ზაფხულში იგეგმება. პროექტი სფფ-ის და უეფას დაფინანსებით მიმდინარეობს.

ფოთის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობის შესახებ კომენტარი სფფ-ის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა გააკეთა:

"ფეხბურთის ფედერაციის გუნდთან ერთად საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა მოვინახულეთ. აქ ძირითადი სამუშაოები უკვე დასრულებულია და მშენებლობა მალე დასრულდება. ჩემთვის აღნიშნული პროექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ადგილობრივ მოსახლეობას და ბავშვებს დავპირდი, რომ ამ ადგილზე საფეხბურთო სკოლა აშენდებოდა.

მიხარია, რომ ეს პირობა შესრულდა და ძალიან მალე ფოთში ჩვენს ქვეყანაში ფეხბურთის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ობიექტი გაჩნდება. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი ბავშვისთვის ეს იქნება მოტივაცია, რომ ფეხბურთში ჩაერთონ. ეს კი, განაპირობებს ფეხბურთის მასობრიობას და საბოლოო ჯამში დადებითად აისახება ქართული ფეხბურთის მომავალზე."

სფფ-ის დელეგაციამ დასავლეთ საქართველოში ვიზიტი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვიმბალაურში დაასრულა. ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებმა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერთან, ალექსანდრე სარიშვილთან და ლანჩხუთი-ჩოხატაურის მაჟორიტარ დეპუტატთან, ნინო წილოსანთან ერთად გურიის ფეხბურთის აკადემიის მშენებლობა დაათვალიერეს, რომელიც უკვე დასკვნით ეტაპზეა.

გურიის საფეხბურთო აკადემიის შესახებ სფფ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა კახა ჭუმბურიძემ ისაუბრა:

"საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია აგრძელებს რეგიონებში საფეხბურთო ინფრასტრუქტურის განვითარებას, კერძოდ ბავშვთა ფეხბურთის მიმართულებით. მოგეხსენებათ, რომ რამდენიმე რეგიონში უკვე გვაქვს აკადემია.

მოკლე პერიოდში მათ რიცხვს ეს აკადემიაც შეემატება, რომელიც გურიისა და აჭარის რეგიონს მოიცავს. 13-დან 14 წლამდე მოზარდებს საშუალება ექნებათ ივარჯონ და ისწავლონ. ჩვენ მათ ყველა პირობას შევუქმნით იმისთვის, რომ განვითარდნენ."

პროექტის ფარგლებში, რომელიც სფფ-ისა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს თანადაფინანსებით ხორციელდება, ადგილზე მოეწყობა ადმინისტრაციული საცხოვრებელი შენობა და სტანდარტული ზომის საფეხბურთო მოედანი განათებით. მშენებლობის დასრულება მიმდინარე წლის შემოდგომაზე იგეგმება. აკადემიის გუნდებთან ერთად, საფეხბურთო ინფრასტრუქტურით საფეხბურთო სკოლები და სამოყვარულო ფეხბურთის გუნდები ისარგებლებენ.

GFF.GE

0.129003