თურქული წარმოშობის გერმანელი მსახიობი და მოდელი მერიემ ეზერლი ფეხბურთს ჭეშმარიტი ქომაგია. თუმცა, ქომაგობის კუთხით მისი გული ორადაა გაპობილი და როგორც გერმანიის, ასევე თურქეთის საფეხბურთო ნაკრებს თანაბარი ექსპრესიით, მონდომებით, ჟინითა და აღტკინებით ქომაგობს.
მერიემს ცხოვრებაშიც გაორება აქვს. მამამისი თურქია, ხოლო დედა - გერმანელი. ჰყავს ორი უფროსი ძმა და ერთი და ქანანი, რომელიც არის ჯაზ-მუსიკოსი. სამსახიობო განათლება მიიღო ფრეზეს დრამატულ სტუდიაში ქალაქ ჰამბურგში. ამ ქალის კარიერაში აღსანიშნავია თურქულ საპნის ოპერის სერიალში “დიდებულ საუკუნე“-ში შესრულებული ჰიურმ სულთნის როლი, რისთვისაც მან 2012 წელს ჯილდო “ოქროს პეპელა“ დაიმსახურა.
2013 წელს მერიემმა დატოვა სერიალი ჯანმრთელობის პრობლემების გამო. ხოლო თურქეთის დატოვების შემდეგ გამოაცხადა, რომ დაშორდა შეყვარებულს - ჯან ათეშს და აღნიშნა, რომ ის ორსულად იყო მისგან. 2014 წლის 10 თებერვალს უზერლის გოგონა ეყოლა.