კოლუმბიის ნაკრების ყოფილი მეკარე რენე იგიტა პაბლო ესკობარის შესახებ საუბრობს. ვეტერანი ფეხბურთელი იხსენებს, რომ მხოლოდ ესკობართან მეგობრობის გამო დააპატიმრეს და ხელისფულება მის მეგობრებს დევნიდა.
„კოლუმბიის ხელისუფლებამ მითხრა, რომ პაბლო ესკობარისთვის ხელი დამედო და არ დამიჭერდნენ. მათ კარგად იცოდნენ, რომ უდანაშაულო ვიყავი, მაგრამ მის წინააღმდეგ დაწყებული ყველა დევნის დროს, მათ დაიწყეს მისი ნაცნობების ციხეში ჩასმა. ხალხი მის მეგობრად მას შემდეგ აღმიქვამდა, რაც „ლა კათედრალის“ ციხეში ვეწვიე. პოლიციას ვუპასუხე, რომ არაფერი ვიცოდი და რომც მცოდნოდა, არაფერს ვეტყოდი.
მადლიერი ვარ პაბლო ესკობარის, რომ საფეხბურთო მოედნებს ანათებდა, როდესაც ამას სხვა არავინ აკეთებდა. პაბლო ესკობართან ჩემი მეგობრობა არ ნიშნავს იმას, რომ ნარკომანი ვიყავი. ზოგს ეს მოეწონება, ზოგი მტრად ჩამთვლის“, - თქვა იგიტამ.
შეგახსენებთ, პაბლო ესკობარი სამშობლოში „კოკაინის მეფის“ სახელით იყო ცნობილი და 1993 წლის 2 დეკემბერს, ცეცხლსასროლი იარაღით მედელინის ერთ-ერთ ბურჟუაზიულ უბანში მოკლეს.