ფეხბურთი

21:07 | 4.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ეს ტაქტიკური ცვლილება იყო" - სერხიო რამოსმა "იუვენტუსთან" იდეალური მეორე ტაიმი გაიხსენა

მადრიდის „რეალის“ კაპიტანმა სერხიო რამოსმა სამი წლის წინ „იუვენტუსის“ წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის ფინალში „იუვენტუსთან“ ჩატარებული იდეალური მეორე ტაიმის შესახებ ისაუბრა.

ესპანელი ფეხბურთელი იხსენებს, რომ შესვენებაზე ზინედინ ზიდანისგან მიღებული დავალებები ზედმიწევნით და იდეალურად შეასრულეს.

„პირველი ტაიმი გრძელი სასწავლო ეტაპი იყო. შესვენებაზე ზიდანმა გვითხრა, რომ „იუვენტუსისთვის“ ბურთი უნდა მოგვეპარა და შეტევა დაუყოვნებლივ დაგვეწყო. პირველ ტაიმში უფრო მეტი პატივისცემა იყო და არც მათ ნახევარზე ვიყავით ხშირად. ეს გახლდათ ტაქტიკური ცვლილება, რამაც გარკვეული უპირატესობა მოგვცა. მაშინ ჩვენი მწვრთნელის მითითებები კარგად შევასრულეთ. მანჯუკიჩის გოლი გენიალური იყო, ძალიან ლამაზი, კეილორ ნავასს არაფერი შეეძლო. მნიშვნელოვანი გახლდათ, რომ მესამე გოლის შემდეგ არ მოვდუნებულიყავით, ასენსიოს გოლის დროს მის უკან ვიყავი და მზად ვიყავი გასატანად. არ მრცხვენია იმის თქმა, რომ სიამოვნებით გავიტანდი იმ დღეს გოლს, მაგრამ ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს“, - თქვა რამოსმა.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 3 ივნისს, „რეალმა“ „იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში 4:1 დაამარცხა და განსაკუთრებით შთამბეჭდავი მადრიდელთა მეორე ტაიმი იყო, რომელშიც ესპანელებმა 3 უპასუხო გოლი გაიტანეს.

0.114294