ფეხბურთი

18:38 | 4.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ლიონი" საფრანგეთის ხელისუფლებისგან 800 მილიონი ევროს ზარალის ანაზღაურებას ითხოვს

ფრანგული „ლიონის“ პრეზიდენტი ჟან-მიშელ ოლა საფრანგეთის მთავრობას ფინანსური ზარალის ანაზღაურებას სთხოვს, რომელიც სეზონის დასრულებით მისმა გუნდმა მიიღო.

ოლას განცხადებით, ეს თანხა დაახლოებით 800 მილიონ ევროს შეადგენს და მის დაკარგვაზე პირდაპირი და პირველი პასუხისმგებელი საფრანგეთის ხელისუფლებაა.

„ლიგა 1-ის კლუბებს სურთ სახელწიფოს წინააღმდეგ კამპანია წამოიწყონ. ეს არის „სენტ ეტიენის“ პრეზიდენტის ინიციატივა. პირველი პასუხისგემებელი სეზონის დასრულებაზე სახელმწიფოა და შესაბამისად, მთავრობის მიღებული გადაწყვეტილებით დაახლოებით 800 მილიონი ევრო დაკვარგეთ. ჩვენ მოვითხოვთ, რომ მთავრობამ ეს ზარალი აგვინაზღაუროს“, - თქვა ოლამ.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ჩემპიონატის დასრულებულად გამოცხადების შემდეგ „ლიონი“ ევროთასებს მიღმა დარჩა. ამიტომაც, ჟან-მიშელ ოლა აქტიურად აკრიტიკებს ლიგა 1-ის ხელძღვანელობას და საფრანგეთის მთავრობას და მიაჩნია, რომ უსამართლო ნაბიჯი გადადგეს.

0.115777