ვეტერანი ბრაზილიელი ფეხბურთელი ტიაგო სილვა შესაძლოა „მილანში“ დაბრუნდეს. ტიაგოს პსჟ-სთან კონტრაქტი 30 ივნისს ეწურება და თითქმის გადაწყვეტილია, რომ კლუბს დატოვებს.
ამ ეტაპზე სამხრეთ ამერიკელს ოფიციალური წინადადება არ მიუღია, მაგრამ Tuttosport-ის ინფორმაციით, „როსონერიში“ მისი დაბრუნების ჰიპოთეზა ამ ეტაპზე გამორიცხული არაა, მიუხედავად იმისა, რომ უკვე ასაკშია და საფრანგეთში მაღალ ხელფასსაც იღებს.
შეგახსენებთ, რომ ტიაგო სილვა „მილანში“ 2009-2012 წლებში თამაშობდა, ხოლო მას შემდეგ „პარი სენ ჟერმენის“ ღირსებას იცავს.