საქართველოს მორაგბეთა ნაკრების კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ საფრანგეთის რანგით მეორე დივიზიონში მოასპარეზე კლუბი „ორიაკი“ დატოვა. აღნიშნული ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა ფეისბუქ გვერდმა გაავრცელა.
პროდ2-ში მოასპარეზე „ორიაკმა“ ჩვენებურს მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.
„მადლობას ვუხდით საქართველოს ნაკრების კაპიტანს მერაბ შარიქაძეს, რომელმაც ჩვენთან 6 სეზონი გაატარა და მომავალში წარმატებებს ვუსურვებთ“.
შეგახსენებთ, მერაბ შარიქაძე „ორიაკში“ 2014 წელს „ბრესანიდან“ გადავიდა, რომლის შემადგენლობაშიც 74 შეხვედრა გამართა და 8 ლელო მიითვალა. ჯერჯერობით უცნობია სად გააგრძელებს ქართველი მორაგბე კარიერას.