კალათბურთი

12:12 | 4.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

NBA-ს განახლების თარიღი ცნობილია

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია დიდი ალბათობით 31 ივლისს განახლდება და სავარაუდოდ 12 ოქტომბერს დასრულდება. აღნიშნულ ინფორმაციას ESPN-ს ჟურნალისტი ადრიან ვოჟნაროვსკი ავრცელებს. თუმცა, იქნება ცვლილებები.

NBA 22 გუნდით გაგრძელდება და მოგზაურობასთან დაკავშირებული რისკების თავიდან აცილების მიზნით, სავარაუდოდ ყველა შეხვედრა ორლანდოში გაიმართება.

ასევე შეიცვლება ფორმატი, რადგან ასპარეზობას სულ 22 გუნდი განაახლებს. აქიდან, 16 გუნდი იქნება, რომლებსაც პლეი-ოფის საგზური უკვე მოპოვებული აქვს, დანარჩენი 6 კი ის გუნდები იქნებიან, რომლებიც საპლეიოფო ზონას 6 მოგებით ჩამორჩებიან.

თეგებიNBA
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120871