ფეხბურთი

1:48 | 4.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

იტალიაში მაყურებლების ნაწილობრივ დასწრებას არ გამორიცხავენ

იტალიის სერია A-ში სეზონის ბოლომდე შესაძლოა მაყურებლებს სტადიონიდან მატჩებზე დასწრების უფლება მისცენ. როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ სანდრა ძამპამ განაცხადა, ეს საკითხი განხილული იქნება.

ამ ეტაპზე საუბარია მხოლოდ ნაწილობრივ და გარკვეული შეზღუდვებით. თუმცა არა, სეზონის განახლებისთანავე, არამედ მხოლოდ რამდენიმე კვირის შემდეგ.

„სტადიონებზე გულშემატკივრების დაბრუნება? ეს საკითხი სპორტის მინისტრ სპადაფორასთან უნდა განვიხილოთ და გამორიცხული არაა. უნდა დავაკვირდეთ ვითარებას და შევაფასოთ სიტუაცია. სეზონის ბოლოს ეს გამორიცხული არაა, შესაძლებელია გულშემატკივრების ნაწილობრივ დაშვება“, - თქვა ძამპამ.

შეგახსენებთ, სერია A 20 ივნისიდან განახლდება, უმაყურებლოდ. რაც შეეხება სხვა ქვეყნების მაგალითს, უნგრეთის თასის ფინალზე 10 ათასი ქომაგი დაუშვეს, 19 ივნისიდან კი პოლონეთშიც გაიხსნება სტადიონები, ოღონდ არა მთლიანად, არამედ ტრიბუნების ტევადობის 25%-ზე.

0.114307