ფეხბურთი

21:57 | 3.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჩაკვეტაძის თურქეთში ტრანსფერი გამოირიცხა? - "ტრაბზონსფორი" ევროთასებიდან მოკვეთეს

თურქეთის ჩემპიონატის ლიდერი „ტრაბზონსფორი“ ევროტურნირებზე მონაწილეობას ვერ მიიღებს. თურქული გუნდი უეფამ ფინანსური სამართიანი თამაშის პრინციპების დარღვევის გამო დასაჯა.

როგორც ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული, სანქცია ძალაშია 2020-2021 და 2021-2022 წლების სეზონში და "ტრაბზონსფორი" ერთ-ერთ სეზონში ევროთასებზე ვერ ითამაშებს. განურჩევლად შედეგისა, რომელსაც შიდა ჩემპიონატში აჩვენებს. თურქებმა 2016 წლის 20 მაისს ნაკისრი ვალდებულების შესრულება ვერ მოახერხეს და დისკვალიფიკაციითაც ამიტომ დაისაჯა.

„დღეს უეფას კლუბების ფინანსური კონტროლის პალატამ დაადგინა, რომ „ტრაბზონსფორმა“ ვერ შეძლო 2019 წლის ფინანსური წლისთვის დასახული მიზნის შესრულება. შედეგად, კლუბი ვერ მიიღებს მონაწილეობას უეფას ტურნირებში 2020-2021 ან 2021-2022 წლებში“, - ნათქვამია უეფას განცხადებაში.

„ტრაბზონსფორი“ 26 ტურის შემდეგ თურქეთის ჩემპიონატის ლიდერია და 1984 წლის შემდეგ პირველ ჩემპიონობასთან საკმაოდ ახლოსაა. სხვათა შორის, თურქულ კლუბს გიორგი ჩაკვეტაძის შეძენის დიდი სურვილი აქვს, მაგრამ ევროთასებს მიღმა დარჩენით, ჩვენებურის ყიდვის შანსსს თურქები პრაქტიკულად დაკარგავენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117366