ფეხბურთი

21:16 | 3.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ისინი ჩემი სათამაშო სტილის ინსპირაცია იყვნენ" - ანდრეს ინიესტამ კუმირები დაასახელა

ლეგენდარულმა ესპანელმა ფეხბურთელმა ანდრეს ინიესტამ ორი ფეხბურთელი დაასახელა, რომელთაც იდეალი უწოდა. როგორც ანდრესი აღნიშნავს, მიქაელ ლაუდრუპი და პეპ გვარდიოლა მისი კუმირები იყვნენ და მათგან ბევრს სწავლობდა.

„ჩემი კუმირები ყოველთვის ლაუდრუპი და გვარდიოლა იყვნენ. ფეხბურთელები, რომლებითაც მუდამ აღფრთოვანებული ვიყავი, ვცდილობდი მათგან მესწავლა და ჩემი სათამაშო სტილის ინსპირაცია იყვნენ. ვცდილობდი რამდენადაც შესაძლებელი იყო მათთვის მიმებაძა და ცხადია, ჩემს სათამაშო სტილსაც ვურევდი. ისინი არიან ფეხბურთელები, რომლებსაც მთელი ბავშვობა ვუყურებდი“, - თქვა ინიესტამ.

შეგახსენებთ, რომ ანდრეს ინიესტა „ბარსელონას“ აკადემიაში 1996 წელს „ალბასეტედან“ მოხვდა და მთავარ გუნდში დებიუტი 2003 წელს ჰქონდა. ესპანელმა „ბლაუგრანას“ ღირსება 2018 წლამდე 674 თამაშში დაიცვა და 57 გოლი გაიტანა, ამჟამად კი იაპონიაში, „ვისელ კობეს“ რიგებში თამაშობს.

0.118794