ფეხბურთი

19:35 | 3.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

ხუთი მატჩი ოთხ დღეში - ეროვნული ლიგის კალენდარი განახლდა

საქართველოს ეროვნული ლიგა 25 ივნისს რომ განახლდება, რამდენიმე დღის წინ გაოფიციალურდა. ახლა კი, მესამე ტურის მატჩების ჩატარების ზუსტი თარიღები და დროები გახდა ცნობილი.

ტური ოთხ დღეზე გადანაწილდა, ხოლო შეწყვეტილი სეზონი 25 ივნისს თბილისური დერბით განახლდება: „საბურთალო“ – „დინამო“.

25 ივნისი

„საბურთალო“ – „დინამო“ (თბ) (18:00 საათი)

„დინამო“ (ბთ) – „თელავი“ (21:00 საათი)

26 ივნისი

„ლოკომოტივი“ – „მერანი“ (21:00 საათი)

27 ივნისი

„დილა“ – „სამტრედია“ (21:00 საათი)

28 ივნისი

„ტორპედო“ – „ჩიხურა“ (21:00 საათი)

შეგახსენებთ, ეროვნულ ლიგას ორი ტურის შემდეგ „ლოკომოტივი“ 6 ქულით ლიდერობს, რომელსაც კვალში „დილა“ და „საბურთალო“ 4-4 ქულით უდგანან. ცნობისთვის, კორონავირუსის პანდემიის გამო სეზონი ოთხი წრის ნაცვლად, ორი წრით გაიმართება, შესაბამისად, სეზონის ბოლომდე კიდევ 16 ტური ჩატარდება. საწყის ეტაპზე მატჩები უმაყურებლოდ გაიმართება.

0.118411