სხვა

18:27 | 3.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჰოლიფელდი: "მიხარია, რომ ტაისონმა ყური მომაჭამა"

ევანდერ ჰოლიფელდი, რომელსაც 1997 წლის 28 ივნისს მაიკ ტაისონმა რინგზე ყური მოაჭამა, ამ ფაქტით ბედნიერია. როგორც ვეტერანი სპორტსმენი ამბობს, სწორედ ამ ეპიზოდმა შესძინა პატიების უნარი.

„ძალიან დიდი ტკივილი განვიცადე, მაგრამ მოხარული ვარ, რომ ეს მოხდა, რადგან მომცა შესაძლებლობა გამეგო, რა არის მიტევება და ამის შესახებ ლაპარაკი. ხალხმა არ იცის, რომ მაკლს გაცილებით მეტი ცოდნა აქვს, ვიდრე ვინმე ფიქრობს. ის შეშლილი ადამიანი ჰგონიათ, თუმცა რეალურად დღეს ბიზნესმენია. როდესაც ასაკში შედიხარ, იგივე ადამიანი აღარ ხარ“, - თქვა ჰოლიფელდმა.

აქვე გეტყვით, რომ ტაისონსა და ჰოლიფელდს შორის შესაძლო ბრძოლის შესახებ საუბარი უფრო და უფრო რეალური ხდება. მოკრივეები საქველმოქმედო შეხვედრის გამართვას გეგმავენ.

0.114855