საქართველოს კომპიუტერული სპორტის ფედერაციისა და საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ორგანიზებით, ჩატარდა საუნივერსიტეტო პირველობა "PES 2020 Mobile"-ში. ტურნირს 99 მონაწილე ჰყავდა, რომლის საპრიზო ფონდიც 1000 ლარი იყო.
ფინალური მატჩი ნიკა ნაკაშიძესა და ნიკა ბუაჩიძეს შორის შედგა და საკმაოდ დაძაბული გამოდგა. გამარჯვება კი საბოლოოდ ნიკა ნაკაშიძემ მოიპოვა, რომელმაც მეტოქე მინიმალური სხვაობით 3:2 დაამარცხა.
მესამე საპრიზო კატეგორია კი ალექსანდრე გორდელაძეს ერგო.




