ფეხბურთი

23:32 | 2.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

"წესებს პატივს არ სცემდა" - მჭედლიძეზე "პალერმოდან" ყოფილმა თანაგუნდელმა ისაუბრა

„იუვენტუსის“, „მილანის“, „პალერმოსა“ და იტალიის ნაკრების ფეხბურთელმა ანტონიო ნოჩერინომ განაცხადა, რომ ლევან მჭედლიძე სიცილიურ გუნდში წესებს პატივს არ სცემდა.

ვეტერანმა ნახევარმცველმა ის პერიოდი გაიხსენა, როდესაც „პალერმოს“ ღირსებას იცავდა (2008-2011) და ქართველი ფორვარდიც ახსენა.

„ვინ არ სცემდა წესებს პატივს? სამწუხაროდ ამას აკეთებდნენ, მაგრამ ჩემი აზრით, ერნანდესი (ურუგვაელი ფეხბურთელი - რედ) და მჭედლიძე. ვინ სცემდა? „ელ ფლაკო“ (ხავიერ პასტორე - რედ), ილიჩიჩი, ბალძარეტი და დარმიანი. მათ შემდეგ ეროვნულ ნაკრებებში ითამაშეს“, - თქვა ნოჩერინომ I Love Palermo Calcio-სთან საუბარში.

შეგახსენებთ, რომ ლევან მჭედლიძე და ანტონიო ნოჩერინო თანაგუნდელები „პალერმოში“ 2008-2010 წლებში იყვნენ. ქართველმა თავდამსხმელმა სიცილიური გუნდის მაისურით 11 შეხვედრა ჩაატარა და ერთადერთი გოლი გაიტანა („იუვენტუსთან“).

0.116751