ფეხბურთი

19:12 | 2.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

სოლიდარობა ჯორჯ ფლოიდს - გერმანიაში ოთხი ფეხბურთელის დაჯარიმების საკითხი განიხილება

გერმანიის ფეხბურთის ფედერაცია ბუნდესლიგაში მოთამაშე ოთხი ფეხბურთელის დაჯარიმებას განიხილავს, რომლებმაც ჯორჯ ფლოიდის მიმართ სოლიდარობა გამოხატეს.

ფედერაცია დეტალურად გაანალიზებს ფეხბურთელების ქცევას, რომ გადაამოწმოს აჩვენეს თუ არა პოლიტიკური, რელიგიური თუ პირადი ლოზუნგები, რაც რეგულაციებით ბუნდესლიგის ფეხბურთელებს ეკრძალებათ.

ამავდროულად, DFB-ს პრეზიდენტ ფრიც კელერს აჩრაფ ჰაკიმის, ჯეიდონ სანჩოს, მარკუს ტურამისა და ვესტონ მაკ-კენის კარგად ესმის:

„რასიზმის მსხვერპლს ყველა ჩვენგანის სოლიდარობა სჭირდება. ვამაყობ მათი საქციელით. სრულად მესმის შაბათ-კვირის მოქმედებები, არავის შეუძლია გულგრილი იყოს იმასთან დაკავშირებით, რაც შეერთებულ შტატებში მოხდა“, - თქვა კელერმა.

ფიფა აღნიშნულ საკითხს საკუთარ ვებგვერდზე განცხადებით გამოეხმაურა:

„ფიფას სრულად ესმის ფეხბურთელების მიერ გამოხატული გრძნობებისა და შეშფოთების სიღრმე ჯორჯ ფლოიდის საქმესთან დაკავშირებული ტრაგიკული გარემოებების გათვალისწინებით. ტურნირის ორგანიზატორებმა უნდა გამოიჩინონ საღი ქცევა და გაითვალისწინონ მოვლენების გარშემო არსებული კონტექსტი“, - ნათქვამია განცხადებაში.

0.111208