ფეხბურთი

13:44 | 2.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონაში" კორონავირუსის 7 შემთხვევა იყო დაფიქსირებული

კატალონიის „ბარსელონაში“ კორონავირუსის 7 შემთხვევა იყო დაფიქსირებული და ყველა მათგანი გამოჯანმრთელდა.

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, დაინფიცირებულთაგან 5 ფეხბურთელი იყო, ხოლო 2 პერსონალის წარმომადგენელი, მათი ვინაობა ანონიმურია. საქმე ეხება 6 მაისს ჩატარებული ტესტირების შედეგებს.

ამჟამად, ყველა განკურნებულია და გუნდი შეუფერხებლად ემზადება სეზონის განახლებისთვის. „ბარსელონა“ 13 ივნისს „მალიორკას“ დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.129375