საქართველოს ნაკრების ნახევამცველის, გიორგი პაპუნაშვილის საიჯარო ხელშეკრულება სანტანდერის „რასინგთან“ გახანგრძლივდა. ამის მიზეზი კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული პაუზაა და შედეგად, ჩვენებური კანტაბრიელთა ღირსებას სეზონის დასრულებამდე დაიცავს.
ინფორმაცია Sport24.az-თან ინტერვიუში გიორგის მენეჯერმა მიხეილ ხუციშვილმა დაადასტურა:
„რასინგთან“ პაპუნაშვილის კონტრაქტი ამოიწურა, მაგრამ როგორც მოგეხსენებათ, ესპანეთში სეზონი განახლდება და ადვილად შევთანხმდით, მოკლევადიან ხელშეკრულებას ხელი მოვაწერეთ, სეზონის ბოლომდე“, - აღნიშნა ხუციშვილმა.
შეგახსენებთ, გიორგი პაპუნაშვილი „სარაგოსას“ საკუთრებაშია (2022 წლამდე), სანტანდერელებს კი ზამთარში იჯარით შეუერთდა და პაუზამდე ოთხი უგოლო მატჩის ჩატარება მოასწრო.