ფეხბურთი

21:11 | 1.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

ვან დეიკი: "ვკვდებოდი, ანდერძიც შევადგინე"

„ლივერპულის“ მცველმა ვირჯილ ვან დეიკმა Daily Mail-თან საუბარში 2012 წელი გაიხსენა, როდესაც აპენდიციტის დაავადებას ებრძოდა.

ნიდერლანდელი ფეხბურთელის განცხადებით, სიკვდილის პირას იყო და ამიტომ ანდერძიც კი დაწერა.

„ჯერ კიდევ მახსოვს საწოლში გატარებული პერიოდი. ჩემს სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა, მე და დედაჩემმა განვიხილეთ რა შეიძლებოდა მომხდარიყო. მე რომ მომკვდარიყავი, ჩემი თანხის ნაწილი დედაჩემს გადაეცემოდა. რა თქმა უნდა, ამაზე ლაპარაკი არავის უნდოდა, მაგრამ ეს უნდა გაგკევეთებინა, რადგან შეიძლებოდა მომკვდარიყავი“, - გაიხსენა ვან დეიკმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112521