ფეხბურთი

17:57 | 1.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

"არც შევხებივარ" - ტოტის მძიმე ტრავმის ანტიგმირმა ეპიზოდი გაიხსენა

2006 წლის 19 თებერვალს, „ემპოლისთან“ შეხვედრაში ფრანჩესკო ტოტიმ უმძიმესი ტრავმა მიიღო და არავის ეგონა, რომ იმავე წლის ზაფხულში მსოფლიო ჩემპიონატზე თუ ითამაშებდა.

ტოტიმ სასწაული მოახდინა, მუნდიალისთვის გამოჯანმრთელდა და „სკუადრა აძურას“ რიგებში მსოფლიო ჩემპიონი გახდა. იქამდე კი, ტრავმა რიჩარდ ვანილისთან შეჯახებისას მიიღო, თუმცა 14 წლის შემდეგ ის ამბობს, რომ ფრანჩესკოს არც კი შეხებია.

„ამ ეპიზოდზე დღესაც ყველაფერი მახსოვს. ვცდილობდი ბურთზე მეთამაშა, მაგრამ ვერ მოვახერხე, მაგრამ არც ტოტის შევხებივარ. უბრალოდ წონასწორობა დავაკრგინე და მოხდა ის, რაც მოხდა. მაშინ ვერც მივხვდი რა ხდებოდა, მხოლოდ მოგვიანებით ვნახე გამეორებაზე ეპიზოდი და ძალიან ცუდად ვიყავი. თამაშის შემდეგ ტოტის დავურეკე და მანაც მითხრა, რომ არ შევხებივარ, მაგრამ დაამატა, რომ უფრო მშვიდად თამაში შემეძლო. საბედნიეროდ, ტოტიმ რეაბილიტაციის პერიოდი კარგად ჩაატარა“, - გაიხსენა ვანილიმ.

0.106815