ბოლო დროს მსოფლიო მედიის კვალად ჩვენც ბევრი ვწერეთ ბრაზილიელი ნეიმარის დედის, ნადინ გინსალვეშის ერთობ უცნაური სასიყვარულო ისტორიის შესახებ. ეს ეპატაჟური ქალი ჯერ გათხოვდა 22 წლის ტიაგო რამოსოზე და შემდეგ მალევე გამოთხოვდა - აქაოდა ეგ ოხერ-ტიალი ტიაგო გეი ყოფილა და მასთან ცხოვრება მრავლისმნახველ მდედრთან ვერ გამოვაო.
ახლა კი ცნობილი გახდა, რომ სენიორა ნადინი მასზე ბევრად ახალგაზრდა ტიაგოს კიდევ ერთხელ შეურიგდა და როგორც თავად განაცხადა, ლამის შვილისხელა გულისწორი არა მტკიცე გეი, არამედ ბისექსუალია და უკვე ქალიც შეგებულია იმ აზრს, რომ მისი ქმარი კაცების გარდა შიგადაშიგ კაცებსაც წაეთამაშება.
დიდი შერიგების მერე ნადინ გონსალვეში სულ მთლად დატკბა და ახლა იმასაც კი ამბობს, რომ კორონავირუსის გამო არსებული პანდემიის მიუხედავად, წელს ზაფხულის ბოლოს დიდი ქორწილის გადახდასაც გეგმავენ, სადაც მთელი ბრაზილიის ბომონდი იქნება მიწვეული. აი მაგ ქორწილს კი შეავლებდა კაცი თვალს თუნდაც ცოტა ხნით...