ფეხბურთი

23:42 | 31.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

მაჰრეზს ნახევარი მილიონის ღირებულების ნივთები მოპარეს

„მანჩესტერ სიტის“ შემტევი რიად მაჰრეზი გაძარცვეს. The Sun-ის ინფორმაციით, მძარცველები ქალაქის ცენტრში მდებარე ალჟირელი ფეხბურთელის ბინაში შევიდნენ და ძვირადღირებული ნივთები მოიპარეს.

მათ შორის გამორჩეულია სამი ძვირფასი საათი, რომელსაც მაჰრეზი ხშირად იყენებდა. ნაძარცვის საერთო ღირებულება 500 000 გირვანქა სტერლინგს აღწევს.

აქვე შეგახსენებთ, რომ მაჰრეზამდე „ტოტენჰემის“ ფეხბურთელი დელე ალი გაქურდეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109217