სხვა

21:47 | 31.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

იტალიელი მოცურავეები ავიაკატასტროფაში დაიღუპნენ (+VIDEO)

ტრაგედია მოხდა იტალიის დედაქალაქ რომის პროვინცია ნეტუნოში, სადაც დღეს დილით ულტრამსუბუქი თვითმფრინავი ჩამოვარდა და ბორტზე მყოფი ორი ადამიანი გარდაიცვალა.

ორივე მათგანი იტალიელი მოცურავეა, 22 წლის ფაბიო ლომბინი და 23 წლის ჯიოლე როსეტი.

ულტრამსუბუქი P92S როსეტის მამის საკუთრებაში იყო, ხოლო ლომბინისთვის ეს პირველი ფრენა გახლდათ, რომელიც საბედისწერო აღმოჩნდა.

აღსანიშნავია, რომ ლომბინიმ ინსტაგრამის გვერდზე გაფრენამდე რამდენიმე წუთით ადრე გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.184453