იტალიური „რომა“ ფინანსური კრიზისშია და კლუბის გასხვისების საკითხი, რომელიც აქტიურად განიხილებოდა ჩიხში შევიდა. Pagineromaniste წერს, რომ Friedkin Group-ზე კლუბის გაყიდვა თითქმის გამოირიცხა, ამიტომაც, გუნდს სატრანსფერო ბაზარზე შეზღუდული რესურსი ექნება.
კაპიტალის მიღების მიზნით „რომას“ ფეხბურთელების გაყიდვა მოუწევს, მაგრამ პაულუ ფონსეკასთვის კონკურენტუნარიანი შემადგენლობის ჩამოყალიბებაც საჭიროა. ამიტომ, მენეჯერი ჯანლუკა პეტრაჩი ახალგაზრდა ტალანტებზე იმუშავებს.
ზემოხსენებული წყაროს ვერსიით, რომაელები ეძებენ პერსპექტიულ ფეხბურთელებს, რომლებიც ჯერ კიდევ ნაკლებად არიან ცნობილი და შესაბამისად, არც სატრანსფერო ფასი აქვთ მათალი. ამ კრიტერიუმების გათვალისწინებით კი იტალიური გუნდი რამდენიმე ვარიანტზე ფიქრობს: გიორგი ჩაკვეტაძე, ტეტე და ბასტოსი, გარდა ამისა, „აიაქსის“ 18 წლის ნახევარმცველი გრავენბერხი.
ვნახოთ რა მოხდება, ჩაკვეტაძის „რომასთან“ ზედაპირული დაკავშირება უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს, გარდა ამისა, არსებობს „ბორდოსა“ და „ტრაბზონსფორის“ ვარიანტებიც. ჯერჯერობით ფაქტი ისაა, რომ გიორგის „გენტთან“ კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.