მიუნხენის „ბაიერნის“ თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ ბუნდესლიგის 20192-2020 წლების სეზონში ყველა მეტოქეს, 17 გუნდს გაუტანა.
პოლონელს აქამდე მხოლოდ დიუსელდორფის „ფორტუნა“ არ ჰყავდა დამწუხრებული (პირველ წრეში) და გუშინ დუბლით დაასაჩუქრა. შედეგად, ლევანდოვსკის 29 ბუნდესლიგური გოლი 17 მოწინააღმდეგეზე ნაწილდება და ბომბარდირთა დავასაც დამაჯერებლად ლიდერობს.
აქვე გეტყვით, რომ პოლონელ ფორვარდს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის ჩათვლით უკვე 43 გოლი აქვს გატანილი და შესანიშნავ ფორმაში იმყოფება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
გამიხარდა ფოფხაძის დაბრუნება. წარმატებები. ძალამიძე და ფოფხაძე კარგი დუეტი იქნება ნაკრებისთვის