პოლონეთის ექსკრატკლასა თითქმის სამთვიანი პაუზის შემდეგ განახლდა და ვარშავის „ლეგიამ“ ლიდერობა განიმტკიცა. ვაკო გვილიას გუნდმა პოზნანში „ლეხი“ ტომაშ პეკჰარტის ერთადერთი გოლით დაამარცხა.
გოლი ქართველი ნახევარმცველის ჩაწოდებას მოჰყვა, მაგრამ რომ არა მეკარისა მცველის დაუდევარი მოქმედება, ეპიზოდი უხიფათოდ ჩაივლიდა. ასეა თუ ისე, ფაქტია, გვილიამაც მიიღო საგოლე შეტევაში მონაწილეობა, რომელიც გადაწყვეტი გამოდგა.
ცნობისთვის, სამი დღის წინ „ლეგიამ“ პოლონეთის თასზე „ლეგნიცა“ 2:1 დაამარცხა და ვაკომ ჩინებული გოლი გაიტანა. მოკლედ, ქართველი კარგ ფორმაშია.
„ლეგიას“ 27 ტურის თავზე 54 ქულა აქვს, პირველ ადგილზეა და უახლოეს მდევარ „პიასტს“ 8 ქულით უსწრებს.